პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ პარლამენტში მისულ კახელ მევენახეებს ტრიბუნას დღესვე დაუთმობენ, თუმცა მისივე თქმით, კომიტეტმა ჯერ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა უნდა დაასრულოს.
ზურაბ ტყემალაძის შ ეფასებით, დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, როცა მევენახეთა მოსმენა დღის წესრიგის პირველ საკითხად მოითხოვეს.
,,კომიტეტის დღის წესრიგით სხვადასხვა საკითხების განხილვაა დაგეგმილი და ჩვენ პარლამენტში მევენახეთა მოსვლის თაობაზე არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ გვქონია. ბუნებრივია, თუკი მათი მოსმენა დღის წესრიგში წინასწარ გაიწერებოდა, სათანადოდ მოვემზადებოდით და კომიტეტზე მოწვეული იქნებოდნენ ის პირები, რომელთაც მევენახეებს პასუხი უნდა გასცენ. თუმცა, მზად ვართ ჩვენ მათი უკმაყოფილების თაობაზე მოვისმინოთ", - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა დადარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებისსხდომაზე მისულმა მევენახეებმა დასაპარალმენტო უმცირესობის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების სხდომაზე 2015 წლის 6 თვისბიუჯეტის ანგარიშს განიხილავენ.