პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების სხდომაზე მისულმა მევენახეებმა და საპარალმენტო უმცირესობის წევრებმა
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ერთმანეთს უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე და უმცირესობის წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლის აღკვეთა მანდატურის სამსახურს მოუწია.
როგორც მევენახეებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, მათ ყურძნის მინინუმ ერთ ლარად ჩაბარება სურთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით კი, თუ ხელისუფლება კახელი გლეხების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მოვლენები ცუდად განვითარდება.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების სხდომაზე 2015 წლის 6 თვის ბიუჯეტის ანგარიშს განიხილავენ.