Apple-ს აქციები 1,9%-ით გაუფასურდა. როგორც ჩანს ახალი პროდუქტების პრეზენტაციამ, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართა ”ჩაკბეჩილი ვაშლის” ინვესტორები აღრფრთოვანებაში ვერ მოიყვანა, ამას Apple-ს აქციების ფასი მოწმობს.
ნიუ-იორკის ბირჟაზე Apple-ს აქციების ფასი 1,9%-ით, 110,15 დოლარამდე გაუფასურდა.
“ხალხს Apple-ს პრეზენტაციები არ უყვართ, რადგანაც მოლოდინი მაღალია, ხოლო კომპანიის შეთავაზება მწირი” აღნიშნა Firsthand Technology Opportunities Fund-ის მენეჯერმა კევინ ლენდისმა.
BTIG-ის ანალიტიკოსის განმარტებით კი პრეზენტაციების შემდეგ, Apple-ს აქციები ბოლო წლებია სტაბილურად, საშუალოდ 0,4%-ით უფასურდება.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს Apple-მა iPhone 6s და iPhone 6s Plus-ის, ასევე დიდი iPad Pro-სა და განახლებული Apple TV-ს პრეზენტაცია გამართა.
როგორც დაანონსდა ახალი iPhone-ს რეალიზაცია სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და მისი ფასი 199 დოლარიდან დაიწყება. iPad Pro-ს ფასი კი, რომელიც გაყიდვაში ნოემბრიდან ჩაეშვება, 799-1079 დოლარი იქნება.