11 სექტემბერს, ევროკავშირი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სტეფანწმინდაში საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. პროგრამა სამი საპილოტე პროექტით დაიწყება, რომელიც განხორციელდება ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.
პროექტი ერვოკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობით არის დაფინანსებული და განხორციელდება ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში.
რეგიონული განვითარების პრინციპი ადგილობრივი თავისებურების გათვალისწინებას ეფუძნება და მიზნად ისახავს თემისა და თვითმმართველობის გაძლიერებსა და მხარდაჭერას, რათა მათ თავად შეძლონ განსაზღვრონ რეგიონის პრიორიტეტები და განახორციელონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია.
ამ პრინციპის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო რეგიონული განვითარების პროგრამა, რომელიც სამ რეგიონში საპილოტე პროექტის სახით განხორციელდება და სამომავლოდ დანარჩენ რეგიონებზეც გავრცელდება, რაც საქართველოს დაეხმარება ეფექტური და ევროპულ გამოცდილებზე დამყარებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში.
ევროკავშირი ხელს შეუწყობს რეგიონების თემებისა და თვითმმართველობის უკეთეს ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესებში, ასევე მოხდება დივერსიფიცირებული ბიზნესის განვითარება, როგორიც არის მაგალითად ბავშთა მხარდასაჭერი ბიზნესი, სასტუმროების მშენებლობა ან ეკოტურიზმის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების შესაძლებლობას და სიღარიბის დაძლევას. თითოეული პროექტის ფარგლებში დაინტერებული პირები გაივლიან პროექტისა და ბიუჯეტის შედგენის, ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგებს, რის შემდგომ წარმატებულ პროექტს გრანტის მიღების შესაძლებლობა მიეცემა.
რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.
რეგიონებში პროექტების განმახორციელებლები არიან ქეა-ავსტრია (ლაგოდეხი), ადამიანი გაჭირვებაში-ჩეხეთის რესპუბლიკა (ყაზბეგი) და მერსი ქორპსი-შოტლანდია (ბორჯომი). აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაცებს რეგიონული განვითარების საქმეში გამოცდილი ევროპელი პარტნიორები ყავთ, როგორიც არის ესპანური ორგანიზაცია ETEA-ს ფონდი, ჩეხეთის რესპუბლიკის ადგილობრივი საქმოქმედო ჯგუფების ეროვნული ქსელი და შოტლანდიური ორგანიზაცია Angus Council.