დალიანში ქართული ღვინის კომპანია ღვინის ექსპორტს იწყებს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დალიანის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და საქართველოს ღვინის კომპანიას შორის დღეს გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონიამდე, დალიანის თავისუფალ სავაჭრო ზონის ხელმძღვანელობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.