8-10 სექტემბერს, პოლონეთში რიგით 25-ე ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.
10 სექტემბერს, 12:40 საათზე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოდან სიტყვით , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე წარსდგება.
ირაკლი ქაშიბაძე მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაზე “ევროპისა და აზიის ტექნოლოგიური სააგენტოები - თანამშრომლობა ინოვაციებისათვის“ სლოვაკეთის, ჩეხეთის, გერმანიის წარმომადგენლებთან ერთად .
კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად პოლონეთის ქალაქ კრინიცაში ტარდება. წელს რიგით 25-ე კონფერენცია გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმს ყოველწლიურად 2500-3000 მონაწილე ჰყავს, ეკონომიკის და საზოგადოებრივი ლიდერების სახით.