ახალი iPhone 6s და iPhone 6s Plus–ის რეალიზაცია მსოფლიოს წამყვან 12 ბაზარზე 25სექტემბრიდან დაიწყება, – ამის შესახებ სან–ფრანცისკოში Bill Graham Civic Center Auditorium–ში კომპანია Apple–ის ახალი პროდუექტების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, iPhone 6s და iPhone 6s Plus 4 ფერში იქნება. ის ასევე აღჭურვილი იქნება Multi-Touch და 3D Touch ფუნქციით, რომელსაც ეკრანზე ხელის დაჭერის სამ დონეს გულისხმობს.
iPhone 6s ყველაზე მინიმალური მოცულობა კვლავაც 16 გიგაბაიტია და მისი ფასი 199 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური კი 399 დოლარი იქნება. iPhone 6s Plus – 299 დოლარიდან 499 დოლარამდე ეღირება.
3D Touch ფუნქციის წყალობით კიდევ უფრო დახვეწილია, სათამაშო ფუნქციები და გამოსახულებები.
მოწყობილობაში წარმოდგენილია iSight camera, რომელსაც 12 მეგაპიქსელის გაფართოების შესაძლებლობა აქვს, მას გაცილებით უფრო ზუსტი ფოკუსი და ფერთაგადაცემის შესაძლებლობა გააჩნია.
სელფ–კამერა FaceTime HD–ის 5 მეგაპიქსელი გაფართოების შესაძლებლობა აქვს, ამავდროულად LTE და Wi-Fi ახალ სმარტფონში 2–ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე “ძველი” iPhone.