„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები შევიდა. წყალმომარაგების კომპანიებს დაევალათ, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მრიცხველების დამონტაჟება, რომელთა დიამეტრიც 15 მმ-ს არ აღემატება, 30 სამუშაო დღის ვადაში განახორციელონ.თუ აღრიცხვიანობის სიზუსტის, ან ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე საჭიროა ერთზე მეტიმრციხველის დამონტაჟება,წყალმომარაგების კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს მათ მოწყობას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ კომპანია ვალდებულია უსასყიდლოდ დაამონტაჟოს მრიცხველი, რომლის დიამეტრიც 15 მმ-ს არ აღემატება.
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა 15 მმ-მე მეტი დიამეტრის სასმელი წყლის მრიცხველის დამონტაჟების საფასური და ვადები. ამასთანავე, წყალმომარაგებისკომპანია ვალდებულია, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) წყალმომარაგების სისტემიდან 40 გრძივი მეტრის ნაცვლად, 100 მეტრის რადიუსშიგანახორციელოს. აღნიშნული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია კომისიის ვებ-გვერდზე განთავსდა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.