თბილისი - მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 84%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ორი ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიების მიერ ჯამში 179,602 მგზავრია გადაყვანილი, რაც 84 პროცენტით (81 776 მგზავრით) მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით.