WorldTravelAwards™-მა სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერია” „საქართველოს წამყვან ბიზნეს სასტუმროდ“ დაასახელა. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სიახლეა, რადგან მზარდი კონკურენციის ფონზე, რადისონ ბლუ ივერია თბილისი და რადისონ ბლუ ბათუმი ერთდროულად იღებენ ასეთ პრესტიჟულ ჯილდოებს.
დაჯილდოება გაიმართა 6 სექტემბერს სარდინიაში, „Forte Village Resort”- ში, სადაც რადისონ ბლუ ივერია თბილისი გენერალურ მენეჯერს, ჯონ ლოსასოს სახალხოდ გადაეცა აღნიშნული ჯილდო.
WorldTravelAwards ™ დაარსდა 1993 წელს. ყოველწლიურად, საერთაშორისო ჟიური სასტუმროებსა და ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში აჯილდოვებს, როგორც მსოფლიო, ისე - საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე. კატეგორიები მოიცავს სასტუმროს, ავიაკომპანიას, ტურისტულ სააგენტოსა, და ავტოსატრანსპორტო მომსახურების კომპანიებს. The Wall Street Journal-მა, The WorldTravelAwards-ის ჯილდო სამოგზაურო ინდუსტრიის „ოსკარად“ აღიარა. დღეს ეს ბრენდი ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ და ხარისხის საბოლოო მარკად არის აღიარებული მთელს მსოფლიოში.