9 სექტემბერს, კომპანია Apple-ი iPhone 6s-ის პრეზენტაციას გამართავს. ახალი iPhone 6s-ის შეძენა კი ”ჩაკბეჩილი ვაშლის” მოყვარულთ უკვე 18 სექტემბერიდან შეეძლებათ.
iPhone 6S-ს Force Touch-ის ტექნოლოგია ექნება, რომელიც Apple Watch-ზე არის გამოყენებული. Force Touch-ი iPhone 6S-ში სამდონიანი იქნება. ტექნოლოგიის ამ ვარიანტმა უკვე მიიღო ახალი სახელწოდება 3D Touch-ი. 9to5Mac-ის რედაქტორის მარკ გურმანის განცხადებით, MacBook-სა და Apple Watch-ში ეკრანზე ხელის დაჭერის ორი მეთოდია. ახალ iPhone-ში კი 3 მეთოდი იქნება: შეხება, დაჭერა და ძლიერი დაჭერა. უვე ცნობილია, რომ iPhone 6S-თვის iOS 9-ში შესაბამისი პროგრამები იქნება.
წინასწარი ინფორმაცით, iPhone 6S-ის ფასი 699 ევროდან დაიწყება. როგორც ირკვევა, iPhone 6S-ს 16, 64 და 128 GB შიდა მეხსიერება ექნება და მისი ფასიც შესაბამისად 699 ევროდან დაიწყება.
16 GB -იანი iPhone 6S-ის ფასი 699 ევრო იქნება, 64 GB -იანი iPhone 6S-ის ფასი 799 ევრო, ხოლო 128 GB-იანი iPhone 6S-ის ღირებულება 899 ევრო იქნება.
ანალოგიური მოდიფიკაციის იქნება iPhone 6S Plus-იც, რომლის ფასიც iPhone 6S-ის ფასისგან განსხვავებით 100 დოლარით ძვირი ეღირება. შესაბამისად 16 GB -იანი iPhone 6S Plus-ის ღირებულება 799 ევრო, 64 GB -იანი iPhone 6S Plus-ის ფასი 899 ევრო, ხოლო 128 GB-იანი iPhone 6S Plus -ის ღირებულება 999 ევრო იქნება.