კამპანია ,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მორიგი პრეს - ტური ხევსურეთში გამართა. ღონისძიებაში სხვადასხვა მედიასაშუალების 22 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. პრეს ტური ხევსურეთში სახალხო დღესასწაულს ,,შატილობას“ დაემთხვა, სადაც წარმოდგენილი იყო კუთხური ტრადიციები: კონცერტი, ლუდის კოდის დალოცვა, დოღი და მკლავჭიდი. საღამო გალა- კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ასევე მოწვეულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
მედიის წარმომადგენლები პრეს ტურის ფარგლებში შატილობის დღესასწაულს დაესწრნენ, ასევე დათიჯვრის უღელტეხილი, ლებაისკარის კოშკი, ანატორის აკლდამები, და მუცოს მუზეუმი მოინახულეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, კამპანია ,,გაიაცანი საქართველო“ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით დაიწყო, პრეს ტურები უკვე მოეწყო სამეგრელოში, იმერეთში, რაჭასა და აჭარაში და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელება. ,,პრეს ტურის მიზანია, კონკრეტული რეგიონის ტურისტული პოტენციალის დემონსტრირება, რაც უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს სურვილს რომ პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში იმოგზაურონ. საქართველოში კი სანახავი მართლაც ბევრია“- განაცხადა ჩოგოვაძე.