უახლოეს რამდენიმე თვეში, ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დაეცემა. აღნიშნული მოსაზრება ჰიუსტონის უნივერსიტეტის ენერგეტიკული ჯგუფის ხელმძღვანელმა ჩარლზ მაკკონელმა გააჟღერა.
მისი ინფორმაციით, ეს ყველაფერი კი 3 თვეშია მოსალოდნელი. როგორც ცნობილია ბოლო 1 წელია ნავთობის ფასი ერთგვარ სტაბილურობას ინარჩუნებს და მისი ფასი 60 დოლარამდეა.
აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი თანაშემწე დარწმუნებულია, რომ ფასის ვარდნა სიტუაციის გართულებიდან 1,5 წლის მერეა მოსალოდნელი, ეს დრო კი მალე იწურება.