ნიუ-იორკელმა მილიონერმა ნდობის ფონდს 100 ათასი დოლარი გადასცა, რომელიც მისი 32 თუთიყუშის მოვლას უნდა მოხმარდეს. გარდაცვლილი ლესლი ან მანდელის ანდარძში ასევე წერია, რომ თუთიყუშებმა ისევ მის კუთვნილ სახლში უნდა გააგრძელონ ცხოვრება, რომლის ღირებულებაც 4 მლნ დოლარია. მილიონერის ფული ასევე მისი კატის მოვლასაც მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ მილიონერი ქალი მიმდინარე ივნისში, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთ-ერთ კომპანიას ხელმძღვანელობდა და 5 მლნ დოლარის შემოსავალი დააგროვა.