7 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული კომპანია ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს. მაშტაბურ საწარმოში, რომელიც საინვესტიციო ფონდის თანადაფინანსებით აშენდება, თვითმფრინავის ნაწილებს კომპოზიტური მასალისგან მსოფლიოში ცნობილი ELBIT Cyclone ბრენდის ქვეშ დაამზადებენ.
საწარმოში დასაქმდება 300 -მდე ადამიანი.