6-8 სექტემბერს საქართველოში ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება.
სიმპოზიუმის ძირითად მიზანს, საერთაშორისო საზოგადოებისათვის ქართული მეღვინეობის ისტორიისა და კულტურის გაცნობა წარმოადგენს.
სიმპოზიუმი 8 სექტემბერს კახეთში, ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას
სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიები, ჟურნალისტებიდა სხვა ენთუზიასტები მიიღებენ.
სიმპოზიუმის გახსნა დაგეგმილია 6 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. (რუსთაველის გამზირი N3)
სიმპოზიუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი გახსნის.