ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19 860 452 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის მატებაა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ყაზახეთი - 2% (2936256 ბოთლი), ჩინეთი - 60% (1185821), პოლონეთი- 1% (1020394), ლატვია - 2% (709602), ლიტვა - 1% (363678), ესტონეთი - 37% (297432), გერმანია - 27% (188 528), აშშ - 26% (155744), კანადა - 89% (120180), იაპონია - 7% (90194), ყირგიზეთი - 23% (79080), კორეა - 221% (24054), და სხვა.
უწყების ინფორმაციითვე, მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის მატების მიუხედავად, რეგიონში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-58%) და უკრაინაში (-63%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია ექსპორტის 8 თვის საერთო მონაცემზე, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ითაა შემცირებული.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი -10111948 ბოთლი, ყაზახეთი -2936256, უკრაინა - 1739438, ჩინეთი - 1185821და პოლონეთი -1020394.
ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 677 415ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, 18 ქვეყანაში -75 036ბოთლი (0,5 ლ) ბოთლი ჭაჭა.