8 სექტემებერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) გერმანელ ბიზნესმენებს უმასპინძლებს. როგორც DWV-ში განმარტავენ, მატი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია "ტექნოლოგიურ ფორუმის" გამართვა.
ბიზნესფორუმს გახსნიან თბილისის მერი - დავით ნარმანია, საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი - იოახიმ ჰეკერი და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დირექტორი - საშა ტერნესი.
ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით, ასევე, გამოვა საქსონიის ეკონომიური განვითარების სააგენტოს სავაჭრო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თომას რიხტერი.
ფორუმი, 8 სექტემებერს 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო შემდეგ გერმანული დელეგაციის წევრები გამართავენ B2B შეხვედრებს ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან.
ღონისძიებას სასტუმრო "Holiday Inn"-ი უმასპინძლებს.