ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, ხუდონჰესის გამომუშავებული ელექტრონერგია 3 თვის ნაცვლად, მთელი წლის განმავლობაში საქართველოში დატოვოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხუდონჰესის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
„საუბარი მიმდინარეობს 2011 წელს გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე, ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, რომ ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრონერგია 3 თვის ნაცვლად, მთელი წლის განმავლობაში საქართველოში დატოვოს,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.