თბილისში ელექტროენერგიის გადასახადი დაახლოებით 3-4 თეთრით გაძვირდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის ტარიფი კვტ/სთ-ზე 9.480 თეთრის ნაცვლად იქნება 12.980 თეთრი.
101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით მოხმარებილ ელექტროენერგიაზე კი 1 კვტ/სთ-ს ღირებულება 12.461 თეთრის ნაცვლად 16.992 თეთრი იქნება. ხოლო მოხმარებულ 301 კვტ/სთ-დან ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის ფასი, კვტ/სთ-ზე 17.698 თეთრის ნაცვლად 21.476 თეთრი იქნება.
შესაბამისად, პირველ საფეხურზე გადასახადი მომატებულია 1 კვტ/სთ-ზე 3.5 თეთრით, მეორე მეორე საფეხურზე - 4.53 თეთრით, მესამე საფეხურზე კი - 3.79 თეთრით.