თბილისში ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში, ფასის სხვაობას სოციალურად დაუცველებისთვის, სახელმწიფო აანაზღაურებს, - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა დღეს, ჟურნალისტებთან განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ყველა მოქალაქის მიმართ ერთი და იგივე მიდგომა უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, თბილისშიც იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში.
,,შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი მოიქცევა ანალოგიურად, სავარაუდოდ გაატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც გაატარა სახელმწიფომ რეგიონებთან მიმართებაში. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ განსხვავება. ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი მოქალაქე და ყველა მოქალაქის მიმართ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი და იგივე პოლიტიკა",- აღნიშნა მინისტრმა.
ელექტროენერგიის ტარიფზე სემეკ-ში მიმდინარეობს მსჯელობა. შნობასთან კი პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ტარიფის მატებას აპროტესტებენ.