პურ-პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე თბილისის წისქვილკომბინატის ”კარმენის” დახურვის მიზეზად, კომპანიის მიერ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების არასწორად წარმართვას ასახელებს.
“ცოტა რომ დაეკლოთ ფასი ხომ გაიყიდება ფქვილი. თუ გამოჩნდა სხვა ქვეყნიდან რუსული ფქვილი - როგორც ესენი ამბობენ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ჩართონ. მე ვთქვლი, რომ ერთი ლარითაც, რომ დაეკლოთ ფასი არ გაჩერდებოდნენ. თუ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები იმუშავებს იქნება ნორმალური ეკონომიკური სიტუაცია. დღეს რომ იკითხოთ, ფქვილი ფასი ყველგან 44 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპები არ მუშაობს”, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.
შგახსენებთ, ,,რუსთავი 2” -ის ინფორმაციით, თბილისის წისქვილკომბინატის დახურვის შედეგად 120 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. მათთვის ქარხნის დახურვის მიზეზად პროდუქციის რეალიზაციისა და ფინანსური პრობლემების დასახელება, გაუგებარია.