დიღომში ვითიბი ბანკ ჯორჯიას ახალი ფილიალიგაიხსნა, მომსახურების ახალი წერტილი მდებარეობს დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე, I კვარტალი, კორპუსი 2 ა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ საბანკო წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი.
წლის დასაწყისიდან, ბანკმა თბილისში და რეგიონში, ხუთი ფილიალი გახსნა. დღეს ვითიბი საქართველოში 34 წერტილით არის წარმოდგენილი.