4 სექტემბრიდან ბათუმს კიდევ ერთი გასართობი ადგილი შეემატება. ანბანის კოშკის ტერიტორიაზე ტერასა Gravity Chill Out და კაფე-ბარი Gravity გაიხსნება. ახალი კოლორიტული ადგილის გახსნასთან დაკავშირებით 4, 5 და 6 სექტემბერს 21:00 საათიდან საოცრებათა მოედანზე ესპანეთიდან მოწვეული ჯგუფი "Color Moreno" დადგამს ფლამენკოს ცეკვების შოუს. ჯგუფს საერთაშორისო მასშტაბის ცნობილი ანდალუზიელი ფლამენკოს მოცეკვავე და ქორეოგრაფი ხოსე კანდელა ხელმძღვანელობს.
საღამოებზე ასევე გაიმართება ქართული ბენდების კონცერტები. გახსნის ღონისძიება 4 სექტემბერს 21:00 საათზე დაიწყება. "ანბანის კოშკის მენეჯმენტი" მოსახლეობას ესპანურ საღამოებზე ეპატიჟება.
დასწრება თავისუფალია.