საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ”ბილაინი” დღეიდან მომხმარებელს iPhone 6 (16GB Space Grey) საუკეთესო განვადების პირობით შესთავაზებს.
პირველადი შენატანის გარეშე და 12 თვიანი 0%-იანი განვადების სისტემით, ბილაინის მომხარებლები iPhone 6-ის შეძენას თვეში 153,33 ლარად შეძლებენ.
აქვე iPhone-ს შეძენისას ბილაინის აბონენტებს ექნებათ საშუალება ერთი წლის განმავლობაში ისარგებლონ ბონუსით :
· ულიმიტო წუთები ბილაინის ქსელში
· ულიმიტო სმს
· 1 გბ LTE ინტერნეტი
· ულიმიტო whatsapp
”ჩვენ ვცდილობთ რომ არსებულ და ახალ აბონენტებს მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მომსახურება შევთავაზოთ. დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ბილაინს მობილური მომსახურების გარდა, მობილური ტელეფონების შესაძენადაც აკითხავს. iPhone-ი ერთრი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მობილური ტელეფონია, სწორედ ამიტომ iPhone 6-ი ჩვენს მომხმარებელს განვადების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით და ერთი წლის განმავლობაში სპეციალური აქციით შევთავაზეთ, რითაც ვასრულებთ ჩვენს პირობას - ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი“ – აცხადებეს კომპანიის კომერციული დირექტორი ლაშა ტაბიძე.