ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მთის კურორტების განვთარების მხარდაჭერით, სლოვნიურმა კომპანია „ალიანსმა“ გუდაურთან ერთად ველობილიკები ბაკურიანშიც მოაწყო. ბილიკი დიდველის ზედა სადგურიდან იწყება მარშუტებს საძოვრებისა და ტყის გავლით განაგრძობს და იმავე გონდოლას ქვედა სადგურთან სრულდება. მისი სიგრძე 6 ათას მეტრზე მეტია. ველობილიკები ერთიანად მიმზიდელია როგორც პროფესიონალი ასევე მოყვარული ველომრბოლელებისთვის. ის არ გადაკვეთს სასრიალო ტრასებს, ველობილიკებზე გადაადგილება უსაფრთხოა და სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტბს.
პირველი დაშვება ბაკურიანის ახალ ველობილიკებზე პროფესიონალმა ველომრბოლელებმა განახორციელეს. გიორგი ჩოგოვაძის განცხადეით, ბოლო პერიოდში საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის, ამიტომ მისი ერთერთი სახეობის, სამთო ველოტურიზმის განვითარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურისტების მოზიდვას საქართველოში.