საქართველოში ექსპორტ-იმპორტისა და სავაჭრო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, HSBC ბანკმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საინვესტიციო სააგენტომ მემორანდუმი გააფორმეს.
თანამშრომლობის ფარგლებში HSBC ბანკი და საინვესტიციო სააგენტო ქართველი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების დასახმარებლად ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რათა მათ სავაჭრო საქმიანობა განავითარონ.
ამასთან, თანამშრომლობა ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების ზრდას გეგმავენ.
ჩამოყალიბდება საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც HSBC ბანკისა და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს მიერ მომზადებული სემინარები ჩატარდება. ქართველ იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს დეტალურ ინფორმაცია და რჩევები მიეწოდებათ საერთაშორისო ვაჭრობის პროდუქტების, ინსტრუმენტებისა და კანონმდებლობის შესახებ.
საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის პირველი სემინარი 6 მაისს გაიმართება. საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის პროექტი HSBC ბანკს ეკუთვნის. იგი რამდენიმე ქვეყანაში უკვე წარმატებულად ხორციელდება. აკადემია ახლახან ჩამოყალიბდა საფრანგეთშიც.