თბილისში ელექტროენერგიის ახალი ტარიფი 3 სექტემბერს გახდება ცნობილი, სწორედ ამ დღეს, სემეკი კომპანია "თელასის" მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განუცხადა.
სემეკს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 18 დეკემბრამდე ჰქონდა, თუმცა კომისიის მიერ გადაწტყვეტილების მიღება, გაცილებით ადრე, 3 სექტემბერს მოხდება. რაც შეეხება ახალი ტარიფის ამოქმედების დროს, ამაზე ინფირმაციას ჯერ არ ავრცელებენ. ” ყველაფერი მოცემული იქნება გადაწყვეტილებაში. დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს დადგენილების პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. სხდომა ჩანიშნულია 3 სექტემბერს", - განაცხადა შონიამ.