პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" ირაკლი ალასანიას გუნდის შეთავაზებაში განსაკუთრებული არაფერი არ არის.
"ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ "ქრისტიან-დემოკრატების" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მხარდაჭერა არარეალურია, რადგან არავის არ აქვს გარანტია, რომ "ალიანსი" საკრებულოში უმრავლესობით მოვა. როგორც იცით, საკრებულოს თავმჯდომარე კი სწორედ უმრავლესობის პირველი ნომერი გახდება. ამასთან, მერობის კანდიდატურის მოხსნაზე ესა თუ ის მხარე მაშინ უნდა დათანხმდეს, როდესაც მის კანდიდატს შანსები საერთოდ არ აქვს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რამაზ საყვარელიძე.
მისივე შეფასებით, "ალიანსის" შეთავაზებით ოპოზიციაში რაიმე პოლიტიკურ წინსვლას არ უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველო" "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მათი მერობის კანდიდატურის მოხსნა შესთავაზა. საპასუხოდ კი ალიანსი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ინგა გრიგოლიას მხარდაჭერას პირდება.