ინდოეთის განვითარებადი ბაზარი სმარტფონების მწარმოებლების ყურადღებას იპყრობს. ცნობილი ხდება, რომ კომპანია Lenovo კომპანია Motorola-თან ერთად, ინდოეთში სმარტფონების წარმოებას იწყებს.
პირველი სმარტფონი, რომელიც ინდოეთში Lenovo-სა და Motorola-ს თანამშრომლობით აეწყობაMotorola Moto E იქნება.
ამის შემდეგ კი ინდოეთში Lenovo K3 Note-ის აწყობაც მოხდება.
მიმდინარე ფინანსური წლის ბოლომდე, Lenovo და Motorola ინდოეთში, ინდოელი მომხმარებლებისათვის 6 მლნ. სმარტფონის აწყობას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში სმარტფონების წარმოება უკვე დაიწყო Xiaomi-მ.