კორპორაცია Boeing-მა 2015 წლის ბოლომდე შესაძლოა თანამშრომელთა რაოდენობა შეამციროს. საუბარია ასეულობით თანამშრომელზე, რომელიც მის სატელიტურ განყოფილებაში მუშაობენ. აღნიშნულის მიზეზად კი აშშ-ს მიერ სამხედრო ხარჯების შემცირება და სატელიტური ფრენების მიმართულებით, კომერციული შეკვეთების დაგვიანებით შესრულება სახელდება.
თუმცა Boeing-ში აცხადებენ, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც კორპორაციის ერთ განყოფილებაში განთავისუფლდებიან, მუშაობას კორპორაციის სხვა განყოფილებაში გააგრძელებენ.