კახეთის რეგიონში 21 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გზების დეპარტამენტთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აწარმოებს. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის 3 ერთეული მძიმე ტექნიკა.