დღეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტ „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. კომპიუტერები საჭიროებების მიხედვით მუნიციპალიტეტების გამგეობსა და საკრებულოს შესაბამის სამსახურებშიგადანაწილდება.
სულ პროექტის ფარგლებში ხუთი საპილოტე მუნიციპალიტეტი შეირჩა: ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი და ყვარელი, სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები უკვე მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე,5 მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 70 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდა, მათგან 31 ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს დღეს გადაეცა.
„პროექტის საბოლოო მიზანია შერჩეულ საპილოტე მუნიციპალიტეტებშისერვისების მართვისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების დანერგვა. ამ სისტემების საშუალებით გაუმჯობესდებაკონტროლიგაწეულმომსახურებაზე, შემცირდებამომსახურებისმიღებისვადებიდამინიმუმამდეიქნებადაყვანილისაოპერაციოდაადამიანურიხარვეზები,გადაწყვეტილებისმიღებისპროცესიგახდებაგამჭვირვალე. ასევე განხორციელდებათვითმმართველობებისპროცესებისსტანდარტიზაციადასაკანონმდებლოჩარჩოშიმოქცევა. პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით საშუალება მიეცა ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას და თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას,“-განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.
კომპიუტერების გადაცემის პროცესი მომავალ კვირაში ახმეტის, ყვარელისა და ხობის მუნიციპალიტეტებში დასრულდება. პარალელურ რეჟიმში უკვე დაიწყება კიდევ 5 საპილოტე მუნიციპალიტეტის შერჩევა, რომელთათვისაც ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიზნით კიდევ 50 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდება.