ხვალიდან, 27 აგვისტოდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუმჯობესდება. როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, დღეს ყველაზე ცუდი ამინდი ფიქსირდება. თბილისში ტემპერატურა + 19 გრადუსია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთის საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.
„ხვალინდან, 27 აგვისტოდან, უკვე ინტესივობა შესუსტდება დასავლეთში და აღმოსავლეთშიც. 27-28 აგვისტოს თბილისში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსით მოიმატებს და +25 -მდე ავა, ხოლო 29 აგვისტოს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება. თითქმის იგივე ტემპერატურაა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს წვერავამ.
ნინო წვერავას განმარტებით, 29 აგვისტოდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და + 32,+34 გრადუსამდე ავა.