ქობულეთში, ზღვაში ცურვის დროს გაზეთ “ქრონიკა+”-ის ჟურნალისტი დათო დევიძე დაიხრჩო. ინფორმაცია ,,ჯი-ეიჩ-ენს” გაზეთის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორი ელისო კილაძემ დაუდასტურა.
დათო დევიძის მოულოდნელი დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის უკმარისობაა. ის ზღვაში ნაპირთან ახლოს ცურავდა, როცა წყალში გაუჩინარდა. ამის შესახებ 112-ს მისმა მეუღლემ შეატყობინა, რომელიც ნაპირზე იმყოფებოდა. მაშველები დროულად მოვიდნენ და დათო დევიძე ზღვიდან ამოიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო.