საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, თბილისში დადგენილი სახიფათო ზონებიდან შესაძლოა გასახლება მოხდეს. მისი თქმით, მთელი ვერეს ხეობა არის აზომილი და დაყოფილია ორ ზონად: დატბორვის და ასევე სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილად.
,,იქ, სადაც არის სახიფათო ზონები შეიძლება, როგორც უკვე დღემდე ხდებოდა, ნაწილის გასახლება მოხდეს, ხოლო იქ, სადაც რისკი ნაკლებია შეიძლება შესაბამისი რეკომენდაციები მიეცეს. იქ არის ყველა ნიშნული მთელ ხეობაში სვანიძის ქუჩიდან დაწყებული, ზოოპარკთან, ანუ გმირთა მოედნის ჩათვლით. ანუ მთელი ეს ხეობა არის აზომილი და როგორც უკვე გითხარით ორი ძირითადი ზონაა გამოყოფილი. დატბორვის ზონა და ასევე სიცოცხლისთვის სახიფათო ზონა. ამ ზომების შესაბამისად მერე იმოქედებს მერია”,- აცხადებს გიგლა აგულაშვილი.
სტიქიის ზონები კონკრეტულად ისევ უცნობია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია წერია დასკვნაში, რომელიც გარემოს დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ არის მომზადებული. ინფორმაცია ამ დრომდე არ საჯაროვდება.