2015 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი 25,6 %-ით გაუფასურდა. 2015 წლის 1-ელ იანვარს 1 დოლარი 1,8821 ლარი ღირდა. სებ-ის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით 1 აშშ დოლარის შეძენა, ოფიციალური კურსით, 2,3640 ლარადაა შესაძლებელი. კომერციული ბანკების კურსით კი 1 დოლარი 2,42 ლარია.
წლის დასაწყისიდან, რეგიონის ქვეყნების ეროვნულმა ვალუტებმაც აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადეს. ყველაზე მეტად აშშ დოლართან მიმართებაში წლის დასაწყისიდან უკრაინული გრივნა გაუფასურდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, გრივნა დოლართან მიმართებაში 38.8 %-ით დაეცა.
25 აგვისტოს მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი 21,8909 გრივნაა. მაშინ როდესაც წლის დასაწყისში 15,7683 გრივნა იყო.
წლის დასაწყისთან მიმართებაში, აშშ დოლართან მიმართებაში საგრძნობლად დაეცა აზერბაიჯანული მანათის კურსი. საანგაროშო პერიოდში, მანათის გაუფასურებამ 33,2 %-ი შეადგინა. დღეის მდგომარეობით 1 აშშ დოლარი 1,0450 აზერბაიჯანული მანათია. 2015 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით კი 1 აშშ დოლარი 0,7844 მანათი ღირდა.
წლის დასაწყისიდან 27,4 %-ით გაუფასურდა თურქული ლირა. დღეს ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2,9532 ლირა ღირს. 2015 წლის 1-ელ იანვარს კი 1 აშშ დოლარის ყიდვა 2,3179 ლირად იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება რუსულ რუბლს, ის წლის დასაწყისიდან დღემდე, აშშ დოლართან მიმართებით, 24,8 %-ითაა გაუფასურებული. 25 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის ცენტრალური ბანკის დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარი 70,7533 რუბლი ღირს. 2015 წლის 1-ელ იანვარს კი 1 აშშ დოლარის ღირებულება 56,6795 რუბლი იყო.
აშშ დოლართან მიმართებაში 22,2 %-თა გაუფასურებული ყაზახური ტენგე. 25 აგვისტოსთვის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 222,8927 ტენგე ღირს. 2015 წლის 1-ელ იანვარს კი ყაზახეთში 1 აშშ დოლარის შეძენა, ყაზახეთის ცენტრალური ბანკის დადგენილი კურსით, 182,3564 თენგედ იყო შესაძლებელი.
რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს სომხეთის ეროვნულ ვალუტას, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე მხოლოდ მხოლოდ 2,2 %-ით გაუფასურდა. 25 აგვისტოს მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი სომხეთის ცენტრალური ბანკის დადგენილი კურსით, 481,9965 დრამი ღირს. ხოლო 2015 წლის 1-ელ იანვარს 1 აშშ დოლარის კურსი 471,4561 დრამი იყო.
დიაგრამაზე მოცემულია რეგიონის ეროვნული ვალუტების კურსის ცვალებადობა 2015 წლის 15 იანვრიდან 2015 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.