საქართველოს სავალუტო ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და ლარის კურსის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟში, რამდენიმე „დამნაშავეს“ ხედავს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა ეროვნული ბანკი და მთავრობა სწორ სიგნალებს აძლევდნენ უნდა აძლევდნენ მოსახლეობას ისინი დანა-სისხლად არიან გადამტერებულები.
„მაშინ, როცა ეროვნული ბანკი და მთავრობა ერთად უნდა იყვნენ და სწორ სიგნალებს აძლევდნენ მოსახლეობას და ბიზნეს, მაშინ როცა ერთად უნდა მოუწოდებდნენ, რომ არ აყვნენ ფეხის ხმას და რაც ხდება დღეს ძირითადად კოლექტიური ინსტიქტის შედეგია, მაშინ, როცა ერთად უნდა სთავაზობდნენ კრიზისის დაძლევის გზებს, ისინი დანა-სისხლად არიან გადამტერებულები”, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ რომან გოცირიძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას იმ პირებს აკისრებს, რომელბიც ანტისაბანკო ისტერიაში არიან ჩართულნი.
„პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე მიუძღვით იმათაც, რომლებმაც წამოიწყეს და ხელი შეუწყვეს ანტისაბანკო ისტერიას, ზედამხედველობის და ფინანსური მონიტორინგის სამსახურების ეროვნული ბანკიდან გამოყოფას, იმ მედროვე და კარიერისტ " ექსპერტებს", უპასუხისმგებლო დეპუტატებს, უმაქნის საბანკო ასოციაციას, სეზონურად შესყიდულ ტელევიზიებს და ისედაც მათ საკუთრებაში არსებულ მედიასაშუალებებს, ყველას, ვინც შეგნებულად თუ უვიცობით, მხარს უბამდა ამ კამპანიას”, - აცხადებს გოცირიძე და მათი ურჩევს, - „გამოდით ახლა გარეთ, აიღეთ ტაშტები და ვედროები და აქვრეთ ხანძარი“.