რუსული ხორბლის ბაზრის ჩაკეტვის მიუხედავად, საქართველოში პრობლემა არ შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს.
რუსეთის ხორბლის მიმწოდებლებმა რუბლის კურსის დასტაბილურებამდე ახალი საექსპორტო კონტრაქტების გაფორმება შეწყვიტეს.
„მემარცვლეები დაელოდებიან კურსის დასტაბილურებას. ფასის საკმაოდ ბევრი კომპონენტი მიბმულია დოლარზე“, - აცხადებს რუსეთის მემარცვლეთა კავშირის თავმჯდომარე არკადი ზლოჩევსკი. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ხორბალზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, გადასახადებმა, რომელიც კურსზეა დამოკიდებული ყოველგვარი კონკურენცია მოსპო.
რუბლის არასტაბილურობის გამო ,მიმწოდებლებს არ შეუძლიათ ზუსტად დაითვალონ საკუთარი ხარჯები. ზლოჩევსკის განცხადებით, ახლა ხორბალი მხოლოდ შიდა ბაზარზე იყიდება.
საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ დროისათვის ხორბლის საკმაო მარაგია და ასევე, ხორბლით დატვირთული გემები უკვე ზღვაშია და საქართველოში შემოსასვლელად ემზადებიან.
”თუმცა ამასობაში რუსეთის ბაზარიც გაიხსნება. დაადგენენ თუ რა ფასად უნდა გაყიდონ ხორბალი და ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტიც განახლდება”, - აცხადებს ლევან სილაგავა.