კახეთში ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 1 811 747 ლარი შეადგინა. ზარალი ძირითადად ყვარელის, შემდეგ უკვე ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონზე მოდის.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” კახეთის გუბერნატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა მადონა ბატიაშვილმა განუცხადა, ყვარელის, ახმეტის და ლაგოდეხის რაიონში 1282 ბინაა დაზიანებული, რომელსაც სჭირდება აღდგენა. რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, რეგიონის მასშტაბით, 3000 ჰექტარი არის განადგურებული. ამაში შედის ვენახები, ხეხილის ბაღები და ა.შ.
სამივე რაიონიდან ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ყვარელი დაზიანდა. დაზარალებულია 550 ოჯახი. ზარალმა 890 000 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გვიან ღამით სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. სეტყვას თან ძლიერი ქარიც დაერთო, რამაც სახლს სახურავები გადახადა. განადგურებულია მოსავალი.