პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ლარის გაუფასურები მიზეზად ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე დადებულ ვეტოს მიიჩნევს. მისი თქმით, ვეტოს დაძლევა მდგომარეობას შეცვლის.
როგორც ტყემალაძემ განაცხადა, დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური კურსი 2,39-ზე ნაკლებია და კომერციულმა ბანკებმა ლარის საკუთარი კურსი დაადგინეს.
"ოფიციალური კურსი ნაკლებია, ეს კომერციულმა ბანკებმა თავინათი კურსი დაადგინეს, თუმცა ეს არ მიმაჩნია, რომ სწორი ქმედება იყოს. კანონპროექტი რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი როგორც შეიკრიბება ვეტო დაიძლევა, მიზეზს ვხედავ ამ გაურკვევლობაში, რომლითაც მავანი და მავანი სარგებლობს,"-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 2,3336 ლარს, ევროსთან მიმართებაში კი 2.6342 ლარს შეადგენს. ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება.