გალის რაიონის სოფელ მზიურში დღეს ყაჩაღობა მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია ~იმედი~ იუწყება.
ბოროტმოქმედთა ჯგუფმა ბექია ჯგერენაიას ოჯახი დააყაჩაღა. სახლიდან წაღებულია ძვირფასეულობა.
ბოროტმოქმედებმა მიკროვატობუსიც გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი გალის ვეტერინარულ სამსახურს ეკუთვნოდა.