სმარტფონების გაყიდვების 80%-ი Android-ზე, ხოლო 14,6 %-ი iOS-ზე მოდის. როგორც კვლევა აჩვენებს მომხმარებლების უმეტესობა იმ სმარტფონებს ყიდულობს, რომლებიც Android-ის საოპერაციო სისტემაზე მუშაობენ.
კვლევა, რომელიც Gartner-მა გამოაქვეყნა, Android-ის აშკარა უპირატესობას აჩვენებს.
ბოლო სამ თვეში 329 მლნ გაყიდული სმარტფონიდან 271 მლნ Android-ის ბაზაზე მომუშავე იყო და მხოლოდ 48 მლნ მუშაობდა iOS-ის ბაზაზე, რომელიც Android-გან განსხვავებით, ხოლოდ Apple-ს სმარტფონებს აქვთ.
რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს Windows-ის საოპერაციო სისტემაზე მომუშავე სმარტფონები, რომელზედაც მთლიან გაყიდვებში 2,5%-ი მოდის.
BlackBerry-ს გაყიდვების მხოლოდ 0,3%-ი უჭირავს.