უკრაინა მზადაა, 2019 წლის ბოლომდე ხორბლის ექსპორტი გააორმაგოს, აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა ალექსეი პავლენკომ გააკეთა.
”ჩვენ ვხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ხორბლის ექსპორტის მოცულობა მინიმუმ გავაორმაგოთ”,- აღნიშნა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ხორბლის ექსპორტიდან ქვეყანა 6 მლრდ დოლარის შემოსავალს ელოდება.