ინდოეთის შტატ კერელაში მდებარე კოჩის აეროპორტი მთლიანად მზის ენერგიაზე იმუშავებს.
როგორც The Economic Times-ი იტყობინება, აეროპორტის მიმდებარედ განთავსებულ 46150 მზის ბატარეას პიკის საათებში 12 მგვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია.
აეროპორტმა მზის ენერგიაზე ეტაპობრივი გადასვლა ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო.