ყველაზე ძვირადღირებული ლუდი ჟენევაში იყიდება. სწორედ ჟენევა ლიდერობს იმ ქალაქების რეიტინგს, სადაც ლუდის ღირებულება ყველაზე მაღალია.
როგორც ირკვევა, შვეიცარიის, კონკრეტულად კი ჟენევას ბარებში 1 ბოთლი ლუდის ღირებულება 6,32-10,77 დოლარია.
თუმცა თუ ალკოჰოლურ სასმელს მაღაზიაში ვიყიდით, მაშინ ჩვენი ხარჯი 1,87 დოლარი იქნება.
რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ჰონკონგი, სადაც ლუდის საშუალო ღირებულება 6,16 დოლარია. მესამე ადგილს რეიტინგში თელ-ავივი იკავებს, რადგანაც თელ-ავივში 1 ბოთლი ლუდის ღირებულება საშუალოდ 5,79 დოლარია.
იმ ქალაქების რეიტინგში, სადაც ლუდის ფასი ყველაზე მაღალია, მეხუთე პოზიციაზე ოსლოა, რადგანაც ამ ქალაქში ლუდის შეძენა საშუალოდ ყველაზე 5,31 დოლარადა შესაძლებელი. ნიუ-იორკში კი ლუდის საშუალო ფასი 5,20 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი სულ 75 ქალაქს აერთიანებს.