მსოფლიო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის გამო, პლანეტის 400-მა უმდიდრესმა ადამიანმა, მიმდინარე კვირაში 182 მლრდ დოლარი დაკარგა. ამერიკული საფონდო ინდექსის დაცემის გამო, ხუთშაბათს პლანეტის უმდიდრესი ადამიანების დანაკარგმა 76 მლრდ დოლარი შეადგინა.
ყველაზე მეტად ამ მხრივ უორენ ბაფეტი დაზარალდა და მისი კაპიტალი მიმდინარე კვირაში 3,6 მლრდ დოლარით შემცირდა.
როგორც ირკვევა, ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის აქციები, რომელმაც წინა კვირაში კორპორაცია Precision Castparts-ი შეიძინა, 5 %-ით გაუფასურდა.
”ბლუმბერგის” ექსპერტები შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.
კონსალტინგური კომპანია Aspiriant-ის დირექტორის ჯოანა კოლინსის თქმით, 182 მლრდ დოლარი მილიარდერი ადამიანებისათვის არც თუ ისე დიდი თანხაა.
როგორც ცნობილია ”ბლუმბერგი” უმდიდრესი ადამიანების კაპიტალის მოძრაობას თვალს 2014 წლის სექტემბრიდან ადევნებს. ეს კვირა მდიდარი ადამიანებისათვის ყველაზე მძიმე გამოდგა.