უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-ივლისში სამკურნალო საშუალებებმა დაიკავა, რომლის იმპორტმა 406 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფმა 371 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 280 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).