დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ივლისში 1557 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 23 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 492 მლნ. აშშ დოლარი (44 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1065 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 39 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 31, 53 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-ივლისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივლისში 8 პროცენტი).