21 აგვისტოს, 12:00 საათზე პროკრედიტ ბანკის თავისუფლების ფილიალში,(მისამართზე პუშკინის 1) ახალი თვითმომსახურების „სივრცე 24/7“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. შეხვედრის მთავარი მიზანი პრესის წარმომადგენლებისთვის პროკრედიტ ბანკის თანამედროვე, უახლესი სტანდარტებით მოწყობილი 24/7 სივრცის წარდგენა და აქ განთავსებული ინოვაციური აპარატების გაცნობაა. უახლესი ტექნოლოგიის დანერგვით საბანკო მომსახურების მიღება უფრო სწრაფი და ეფექტური გახდა. კლიენტებს მათთვის სასურველი მომსახურების მიღება სივრცეში 24/7 ნებისმიერ დროს შეუძლიათ. პრესკონფერენციაზე სივრცე 24/7 კონცეფციაზე, ინოვაციური აპარატების შესახებ და მათ უპირატესობებზე გენერალური დირექტორი ასმუს როტნე და მენეჯმენტის წარმომადგენლები ისაუბრებენ.